Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა პუტინს


ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მას ეს კითხვა კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე დაუსვეს, რომელზეც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც იყო საუბარი.

დისკუსიაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსეთის შემოჭრასა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და სანქციებზე. დისკუსიის ერთი ნაწილი საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივასაც დაეთმო.

"ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატოში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭებაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არა ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

სწორედ ამ დროს დისკუსიის წამყვანმა, "ბლუმბერგის" მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლტვეიტმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობაზე დასვა კითხვები.

ჯონ მიკლტვეიტი: “რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარება მოითხოვს პუტინთან შეთანხმებას. თქვენ რას ფიქრობთ პუტინზე? შეგიძლიათ მას შორიდან ენდოთ მას შემდეგ, რაც გაუკეთა უკრაინას?”

ირაკლი ღარიბაშვილი: “რუსეთთან ტერიტორიული პრობლემის გადაჭრას პუტინთან ურთიერთობა სჭირდება თუ არა, - დიახ. საუბარი დავიწყე ჩვენი გამოცდილებით. ხომ ასეა? 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ ვიბრძოლეთ. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთია: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”.

ჯონ მიკლტვეიტი: “პუტინი რომ დაგპირდეთ, ენდობით?”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ [მე და ვლადიმირ პუტინს] 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კონტაქტი არ გვქონია. პოლიტიკური კონსულტაციები არ ყოფილა. მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”.

ჯონ მიკლტვეიტი: “პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს რეალობას და დიპლომატიას, რომ არ პასუხობთ ამ კითხვაზე”,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG