Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მოგებით გახსნა მსოფლიოს ჩემპიონატი


ფოტო არქივიდან: ქართველი წყალბურთელები. 2021 წელი
ფოტო არქივიდან: ქართველი წყალბურთელები. 2021 წელი

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრების ბრწყინვალე დებიუტი შედგა - ისტორიული, პირველი თამაში ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის ნაკრებს მოუგეს, ანგარიშით 14:10.

მეორე ტურის შეხვედრები 23 ივნისს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება. 25 ივნისს კი, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ფავორიტს და მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელს, უნგრეთს შეხვდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ მეოთხედფინალის საგზურებს. მეორე და მესამე ადგილებზე გასულები კი პლეი ოფში - მერვედფინალში ითამაშებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG