Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, ზმეინიზე შეტევის ერთ-ერთი სამიზნე რუსული სარაკეტო კომპლექსი იყო


კუნძულ ზმეინის სატელიტური ფოტო. 2022 წლის მაისი
კუნძულ ზმეინის სატელიტური ფოტო. 2022 წლის მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე შეტევისას დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ“-ს, რადიოლოკაციურ სადგურს და საავტომობილო ტექნიკას. სარდლობის თანახმად, 21 ივნისს განხორციელებული შეტევის საბოლოო შედეგების დასაზუსტებლად სადაზვერვო სამუშაო მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულ ზმეინიზე შეტევა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, ყველა დარტყმა მოგერიებულია და მოწინააღმდეგემ მიზანს ვერ მიაღწია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქში შემავალი კუნძული ზმეინი უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG