Accessibility links

site logo site logo

ბლინკენის თქმით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება არასოდეს ყოფილა "სიცოცხლის დაცვა"


ენტონი ბლინკენი

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის მოქმედებას შეუძლებელია ეწოდოს „ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინის უკანასკნელი თავდასხმა მოხდა უკრაინელი ხალხის მიმართ კრემლის მრავალწლიანი სისასტიკის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არავითარი მოქმედებების დახასიათება არ შეიძლება „სიცოცხლეების დაცვად“, დაწერა მან ტვიტერში.

უკრაინაში რუსეთის მასშტაბური შეჭრა 24 თებერვლიდან გრძელდება. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დაიწყო „დონბასში სპეციალური ოპერაცია“ მას შემდეგ, რაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დაჯგუფებებმა დახმარება ითხოვეს. რუსეთმა ცნო ამ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საოკუპაციო ომს აწარმოებს მის ტერიტორიაზე და მას უწოდებს „სპეციალურ ოპერაციას“, რომლის მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“, ასევე „ხალხის დაცვა გენოციდისგან“.

უკრაინაში რუსეთის აგრესია 2014 წელს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG