Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 450 მილიონი დოლარის შეიარაღებას


ფოტო არქივიდან: მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)
ფოტო არქივიდან: მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის, კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომლებსაც კიევი განსაკუთრებულად აქტიურად ითხოვს.

პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 ათას ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის 18 საბუქსირე ტაქტიკურ მანქანას, 1200 ნაღმმტყორცნს, 2000 ტყვიამფრქვევს, 18 კატერს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია 6.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

აშშ-მა საბრძოლო იარაღით უკრაინის დახმარება რუსეთის თავდასხმიდან მალევე დაიწყო, თუმცა, პირველ თვეებში, ეს დახმარება არ მოიცავდა სარაკეტო სისტემებს. აშშ-მა პირველად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS). 23 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ HIMARS-ის პირველი პარტია უკვე უკრაინაშია და „ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება და ზოგიერთი მათგანისთვის ბოლოც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG