აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევის სფეროში უსაფრთხოების შესახებ.
დოკუმენტი გახდა ორივე პარტიის კომპრომისის შედეგი, რაც ამასწინანდელ მასობრივი სროლის სისხლიან შემთხვევებამდე, მათ შორის, 19 ბავშვის და მათი მასწავლებლის დაღუპვისა იუვალდის, ტეხასის შტატის, სკოლაში, ძნელი წარმოსადგენი იყო, აღნიშნავს Associated Press-ი. პრეზიდენტმა ხელმოწერილ კანონს „ისტორიული მიღწევა“ უწოდა და ამავე დროს თქვა, რომ თუმცა, დოკუმენტი არ ითვალისწინებს ყველაფერს, რაც მას სურდა, ის შეიცავს სიცოცხლის გადარჩენისთვის ზომებს, რომლებისკენაც ბაიდენი უკვე დიდი ხანია მოუწოდებდა საზოგადოებას. ახალი კანონით, კერძოდ, აუცილებელია 18-21 წლის პირების მიერ იარაღის ყიდვის დროს შემოწმდეს ბიოგრაფიული მონაცემები და იკრძალება იარაღის ყიდვა სულ მცირე, ხუთი წლით იმ პირების მიერ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ საყოფაცხოვრებო ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული.
ინიციატივა ასევე დანაშაულად მიიჩნევს იარაღის შეძენას და კონტრაბანდა შუამავლების გზით, ითხოვს აუცილებელ რეგისტრაციას ფედერალურ რეესტრში და აწესებს შესაბამის ვალდებულებებს იარაღით მოვაჭრეთათვის.
ამ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებისთვის გამოყოფილია 13 მილიარდი დოლარი. თანხა მოხმარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, ასევე სკოლებს, სადაც იყო მასობრივი სროლის შემთხვევები. გათვალისწინებულია შტატებისთვის გრანტების გამოყოფა იმ პირებისგან იარაღის ამოსაღებად, რომლებიც საფრთხეს წარმომადგენენ საკუთარი თავისა და გარემოცვისთვის.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სენატის მიერ დოკუმენტის დამტკიცებისთანავე დაუჭირა კანონს ხელი. წინა მსგავსი ზომები კონგრესმა 1993 წელს მიიღო, როცა შეტევითი იარაღი აიკრძალა, მაგრამ მას შემდეგ აკრძალვამ ძალა დაკარგა.