Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე


საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, შეჯიბრების მონაწილე ათი ქვეყნის ნაკრებებს შორის ბოლოსწინა - მეცხრე ადგილს დასჯერდა. ლისაბონში გამართულ შეჯიბრებაზე ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში ოთხი თამაში გამართეს და ოთხივე წააგეს: პორტუგალიასთან ანგარიშით 12:19, ბელგიასთან - 7:14, ესპანეთთან - 7:38 და ჩეხეთთან - 12:24.

ჯგუფში ბოლო ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები პლეი ოფში მეორე ჯგუფის აუტსაიდერს - პოლონეთს დაუპირისპირდა და 27:12 მოუგო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს კრაკოვი უმასპინძლებს 1-3 ივლისს.

XS
SM
MD
LG