Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ცენტრალურ უკრაინაში


ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში რუსეთის ძალების რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრს, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი, დაიჭრა მინიმუმ - 40. თავდასხმა მყისიერად დაგმეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებმა.

27 ივნისს ადგილზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი ასახავს ცეცხლის ალში და კვამლში გახვეული სავაჭრო ცენტრის შენობას. რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ლუნინი ამბობს, რომ თავდასხმისას დაიღუპა მინიმუმ 10 ადამიანი, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ქალაქის მერი ვიტალი მალეცკი ფეისბუკით წერს, რომ შეტევა განხორციელდა ხალხით სავსე ადგილზე, რომელსაც "100 პროცენტით არ აქვს კავშირი ბრძოლასთან". პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, თავდასხმის ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანი იყო თავმოყრილი. ზელენსკის არ დაუსახელებია დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი შეუძლებელია". მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი რუსეთის არმიისთვის არანაირ სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზარდი მტკიცებულებები საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთი აცხადებს, რომ სამოქალაქო პირებს არ იღებს მიზანში, უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე.

XS
SM
MD
LG