Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-26 ივნისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

20-დან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა - 646. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის თანახმად, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სულ 63 404 ტესტი - მათგან 57 457ანტიგენ ტესტი, 5 847 PCR ტესტი.

7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 1.67%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 660 429 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 841 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG