Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის ცოლსა და ქალიშვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა


აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი

რუსეთმა თავის სანქციათა სიას აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქე დაამატა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები.

"რუსეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივი სანქციების საპასუხოდ, "სტოპ-ლისტში" შევიდნენ რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სენატორები, ე.წ. მაკფოლ-ერმაკის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ანტირუსული შეზღუდვების შესახებ, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები, სულ 25 ადამიანი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა დეპარტამენტის ვებგვერდზე.

რუსეთის "შავ სიაში", კერძოდ, მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე და ქალიშვილი, ჯილ და ეშლი ბაიდენები.
სიაში აგრეთვე არიან კონგრესის წევრები, სენატორები, ასევე ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც რუსეთში ცნობილია, პირველ რიგში, 30 წლის წინ დაწერილი სტატიით "ისტორიის დასასრულის" შესახებ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" თანახმად, აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგ მოსკოვმა სანქციები დააწესა, 1048 ადამიანს აღწევს.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში გაჩაღებული ომის პასუხად, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG