Accessibility links

site logo site logo

მოხუცი და ზღვა


გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ერნესტ მილერ ჰემინგუეის ერთ-ერთ უკანასკნელ შედევრზე, რომელმაც მას ამერიკაში პულიცერისა და მსოფლიოში ნობელის პრემია მოუტანა, გენიალურ მოთხრობაზე „მოხუცი და ზღვა“. ახალი დროის „მობი დიკი“, ბედისწერასთან მებრძოლი მოხუცი ოიდიპოსი, სახელად სანტიაგო, მისი მარადიული ანტიგონე, პატარა ბიჭი, რომელსაც სჯერა სანტიაგოსი; დამარცხება გამარჯვებაში და მარადიული სიზმარი - ლომები აფრიკის სანაპიროზე. ულამაზესი ისტორია, უბრწყინვალესი თხრობა, თევზი, როგორც ღმერთი, ზვიგენი, როგორც სატანა და ადამიანი, გაუტეხელი ადამიანი. როგორც „ანტიგონეს“ სტასიმონშია ნათქვამი, ბევრი უცნაური რამაა ამქვეყნად, მაგრამ ადამიანზე უცნაური არავინაა…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG