Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუწევს კიდევ 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ათვალიერებენ უკრაინის არმიის მიერ განადგურებულ რუსულ ტექნიკას. 2022 წლის 17 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ათვალიერებენ უკრაინის არმიის მიერ განადგურებულ რუსულ ტექნიკას. 2022 წლის 17 ივნისი

დიდი ბრიტანეთი 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას. ამის შესახებ BBC-ი, Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს, 30 ივნისს, გამოცხადდება. წინასწარი ინფორმაციით, დახმარება მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვა საშუალებებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას, რათა პუტინის დამარცხება უზრუნველყონ.

ბოლო თვეებში, უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან უკვე მიიღო 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარება.

​
XS
SM
MD
LG