Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს ზელენსკისგან გზავნილი გადასცა


ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა. ამის შესახებ პრესას თავად ვიდოდომ განუცხადა. მან არ გაამჟღავნა წერილის შინაარსი.

პუტინის შეხვედრა ვიდოდოსთან ხუთშაბათს კრემლში შედგა. ინდონეზიის პრეზიდენტთან მისალმების დროს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდა ვიდოდოს ნახვა რუსეთში და "იცის, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში". ამავე დროს, 2016 წლის მაისში პუტინი და ვიდოდო უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სოჭიში.

მანამდე ჯოკო ვიდოდომ გამორიცხა ვლადიმირ პუტინის პირადი ყოფნა "დიდი ოცეულის" სამიტზე, რომელიც ინდონეზიაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, მაგრამ განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი შესაძლებელია ვიდეოფორმატში.

პუტინთან დღევანდელ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ინდონეზიის პრეზიდენტი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG