ვახო კირთაძე ჰაიდელბერგში ცხოვრობს. ორი შვილი იქ ჰყავს, თბილისში დატოვებული ორი ვაჟის ჩაყვანას მალე აპირებს. ბევრს ვმუშაობ, ფეხბურთსაც ვთამაშობო, უყვება პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს და უმხელს იმასაც, რას ფიქრობენ ის და მისი მეუღლე თავიანთ მისიაზე ჰაიდელბერგში, რომელიც მას თბილისს აგონებს.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.