Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუბერტ ქნირში: მაპოლარიზებელია დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია ოპონენტის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში კმაყოფილია იმით, რომ საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პირობის დაკმაყოფილებაზე და რომ პოლიტიკური ძალები ფიქრობენ იმაზე, როგორ შეასრულონ ეს პირობები.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპის იდეას, მონაწილეობენ ამ ძალისხმევაში და იყენებენ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევათ“.

„არცერთი პარტია არ უნდა დარჩეს გვერდზე. ყველა უნდა გაერთიანდეს სათანამშრომლოდ. ეს არის სწორედ ის, რასაც ევროკავშირი გულისხმობდა, როდესაც ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციას, როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვან პუნქტს. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელია, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვმსახურობ, ადამიანები ხაზს უსვამდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირიც ასევე ფიქრობს და ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა გაიღოს ყველა მხარემ", - აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, რომლის თქმითაც, დემონსტრაციების გამართვა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა, პარლამენტში კანონის შექმნასთან დაკავშირებით დებატების მოწყობა - „ლეგიტიმური დისკუსიაა“, ხოლო „დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია მეორე მხარეს მყოფ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც არალეგიტიმური ან ქართულ პოლიტიკაში მუშაობის მხრივ უუნარო - ასეთი დისკუსია მაპოლარიზებელია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“ , - დასძინა ჰუბერტ ქნირშმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა.

მმართველი პარტია სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას და საპარლამენტო ფრაქციას, ჩაერთონ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის განხილვასა და განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG