Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ნატოს უმაღლეს სარდლობას უხელმძღვანელებს ამერიკელი გენერალი და რუსეთის საკითხების ექსპერტი

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროპაში ნატოს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ, რომელიც რუსულ ენაზე ლაპარაკობს და იელის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს რუსეთის კვლევების სფეროში.

4 ივლისს ცერემონიულ გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კავოლი ამ თანამდებობაზე მუშაობას იწყებს "ევროპაში სასტიკი კონფლიქტის დაბრუნების" პერიოდში.

კავოლი ცვლის ამერიკელ გენერალ ტოდ ვოლტერსს.

სტოლტენბერგმა ისაუბრა კავოლის როლზე ევროპაში აშშ-ის სამხედროთა კონტინგენტის ზრდის პროცესში, რაც იყო რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.

გენერლის უმთავრესი პასუხისმგებლობა იქნება დასავლეთის ალიანსის დაცვის და რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო ზომების დაგეგმვა და განხორციელება.

კავოლი გერმანიაში დაიბადა და სიცოცხლის დიდი ნაწილი აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დაჰყო. აშშ-ის არმიას ის 1987 წელს შეუერთდა და იმსახურა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ერაყსა და ავღანეთში.

რუსულის გარდა, კავოლი ლაპარაკობს ფრანგულ და იტალიურ ენებზე.

პოსტზე, რომელსაც კავოლი დაიკავებს, ერთ დროს მუშაობდა დუაიტ ეიზენჰაუერი - ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1950 წელს, სანამ 1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევდნენ.

​
XS
SM
MD
LG