Accessibility links

site logo site logo

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სენსაციური გამარჯვებით გახსნა. ქართველმა კალათბურთელებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამატებით ტაიმში მოუგეს, ანგარიშით 82:76. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 67:67.

ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის წინ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი იყო. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ოვერტაიმის მოგებაში. სულ რატიმ თამაშში ჩვიდმეტი ქულა ჩააგდო, აქედან რვა - დამატებით ხუთ წუთში. ყველაზე შედეგიანი კი გიორგი შერმადინი იყო, თვრამეტი ქულით და ხუთი მოხსნით.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხი მოგებით და ორი წაგებით გადავიდა, მაგრამ აუტსაიდერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული ორი გამარჯვება გაუუქმდება და ზუროსის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე მხოლოდ ორი მოგება დარჩება.

მეორე ჯგუფი ექვსგუნდიანი იქნება და მატჩები 24 აგვისტოს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG