Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბოლო 70 წლის განმავლობაში უძლიერესი გვალვის გამო


მდინარე პოს ერთ-ერთი შენაკადის დამშრალი კალაპოტი ტურინის მახლობლად. 2022 წლის ივნისი
მდინარე პოს ერთ-ერთი შენაკადის დამშრალი კალაპოტი ტურინის მახლობლად. 2022 წლის ივნისი

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მდინარე პოს გარშემო მდებარე რეგიონებში, სადაც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები, მაგალითად, მომხმარებლისთვის წყლის ლიმიტირებულად მიწოდების გადაწყვეტილება.

ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში - ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო.

იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო სათავეს ალპებიდან იღებს და 652 კილომეტრზე მიედინება. მდინარის ბევრი მონაკვეთი ამჟამად მთლიანად დამშრალია, რაც გამოიწვია თითქმის უნალექო ზამთარმა და გაზაფხულმა და ცხელმა ზაფხულმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG