Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოფიცრების სწავლება დაიწყო


ძარწემის პოლიგონი
ძარწემის პოლიგონი

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ოფიცრები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ძარწემის პოლიგონზე საცეცხლე მომზადების კურსს გადიან. სწავლება ე.წ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შესაბამისად დაიწყო. სროლის დროს გამოიყენება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და წვრთნა სტატიკური სამიზნეების დაზიანებაში მიმდინარეობს.

საწვრთნელი სროლები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ოპერატიული მენეჯმენტის უფროსი ოფიცრებისა და ინსტრუქტორების დაკვირვებით და ინსტრუქტაჟის მიხედვით მიმდინარეობს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საცეცხლე მომზადების დროს, უსაფრთხოების ტექნიკას და დისციპლინას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დე ფაქტო რესპუბლიკაში კიდევ იგეგმება სამხედრო სწავლებები. უკვე რეგულარულად მიმდინარეობს საველე გასვლები, რაც სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მზადყოფნის დონის ასამაღლებლად ხდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარდა, სამხედრო წვრთნებს ხშირად ატარებენ რუსეთის საოკუპაციო მე-4 ბაზის ჯარისკაცები. სამხედრო სწავლებების გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვირაში რამდენჯერმე არის სროლა და აფეთქებები. ეს ხმა ოკუპირებულ რეგიონთან მდებარე შიდა ქართლის სოფლებშიც კარგად ესმით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG