Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მთავრობა 30-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გამო


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 30-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიმართ ნდობის დაკარგვის გამო. გადამდგართა შორის არიან როგორც სამინისტროების ხელმძღვანელები, ისე დეპუტატები, რომლებიც არ არიან მთავრობის წევრები, მაგრამ მის მუშაობაში მონაწილეობენ.

გუშინ პოსტები დატოვეს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა. ამის მიზეზი გახდა ჯონსონის მიერ პარლამენტის წევრად კრის პინჩერის დანიშვნა. კონსერვატიული პარტიის წევრი ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, როცა ის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდა. პინჩერმა ერთი კვირის წინ დატოვა თავისი თანამდებობა.

დღეს რამდენიმე გადამდგარმა მინისტრმა ჯონსონს მიმართა წერილით, რომელშიც პრემიერს მოუწოდეს, დატოვოს თანამდებობა. პოლიტიკოსმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კომიტეტი 11 ივლისს ჩაატარებს საკუთარი ხელმძღვანელობის არჩევნებს. მანამდე პარტიის ლიდერის, ჯონსონის, შეცვლის წესები უცვლელი დარჩება, იტყობინება Sky News-ი პარტიულ წყაროებზე დაყრდნობით.

მიმდინარე გადადგომების ფონია ჯონსონის მიმართ აქტიური შიდაპარტიული კრიტიკა. აპრილში ის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კანონის დარღვევაში ამხილეს. მაშინ ის დააჯარიმეს წვეულებაში მონაწილეობისთვის COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის დროს, რომელიც მისმავე მთავრობამ შემოიღო.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 70%-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG