Accessibility links

site logo site logo

გალაკტიონი და ანტიკურობა


გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ გადაცემას „გალაკტიონი და ანტიკურობა“. ძნელად წარმოსადგენია რომელიმე პოეტი მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ასე ღრმად იცნობდეს ანტიკურობას. გალაკტიონი არა მხოლოდ ასახელებს ათობით ბერძენ და რომაელ პოეტს, უამრავ მოღვაწესა და პერსონაჟს, არამედ ავლენს თვით ამ მოვლენის სისტემურ ცოდნას. ამ მხრივ მას ბევრი კოლეგა არც მსოფლიო ლიტერატურაში ჰყავს, შემიძლია ელიოტი, პასტერნაკი და რილკე დავასახელო. განსაკუთრებით საყვარელია გალაკტიონი, როდესაც „წვრილმან“ პოეტთან დაპირისპირებისას საკუთარ თავს „აპოლონ ბელვედერელს“ უწოდებს…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG