Accessibility links

site logo site logo

კადიროვი ითხოვს "კიევამდე მისვლას" ჩეჩენი "ტერორისტების" გასანადგურებლად


ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი განადგურებით ემუქრება ჩეჩენი მოხალისეების ბატალიონს, რომელიც უკრაინის არმიის სამხედროებთან ერთად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

კადიროვი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამ კვირაში „ნაციონალისტებისგან გაათავისუფლეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორია“, მაგრამ „მინიმუმ ჩეჩნებისთვის სპეცოპერაცია დასრულებიდან ჯერ კიდევ შორსაა“. კადიროვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ მისცემენ „თუ საჭიროა კიევამდე მისვლის შესაძლებლობასაც“, რათა გაანადგურონ „თავის დროზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაქცეული ტერორისტების ნარჩენები“.

უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეებს კადიროვი უწოდებს „ვირთხებს“, რომლებსაც „დიდი ხანია ეძებენ“. კადიროვს "დიდი იმედი" აქვს, რომ "უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასცემს ბრძანებას და ანგარიშის გასასწორებლად გაგზავნის“ სწორედ ჩეჩენთა ქვედანაყოფებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის „შეიხ მანსურის ბატალიონი“, რომელიც ძირითადად, შედგება ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ სამშობლოდან წასული მეომრებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG