Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბიბისი": ბორის ჯონსონი განცხადებას გააკეთებს გადადგომის შესახებ  


"ბიბისი" იტყობინება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგება კონსერვატორების ლიდერის პოსტიდან და პრემიერის თანამდებობაზე დარჩება შემოდგომამდე.

PA news-ის სააგენტოს წყარომ მთავრობიდან აცნობა, რომ ბორის ჯონსონი სულ მალე დაასახელებს ახალი მინისტრების ვინაობას.

"ბიბისის" თანახმად, თავისი გადადგომის შესახებ განცხადებას ჯონსონი დღის განმავლობაში გააკეთებს. ამის თაობაზე პრემიერის წარმომადგენელმა თქვა.

ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები The Mirror და The Sun.

PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა მიდგომამ პარტიის სხვა წევრის არასწორი მოქცევის გამო ბრალდებების მიმართ.

უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 50-ზე მეტი წევრი.

7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. დღესვე, 7 ივლისს, დილით, პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა ფინანსთა მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ, რომელიც ჯონსონმა თანამდებობაზე 5 ივლისს დანიშნა.

ჯონსონი თითქმის სამი წელიწადია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG