Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა გაათავისუფლა სავარაუდოდ, უკრაინიდან მოპარული ხორბლით დატვირთული გემი


რუსეთის დროშით მცურავი გემი "ჟიბეკ ჟოლი" თურქეთის ტერიტორიულ წყლებში. 2022 წლის 2 ივლისი
რუსეთის დროშით მცურავი გემი "ჟიბეკ ჟოლი" თურქეთის ტერიტორიულ წყლებში. 2022 წლის 2 ივლისი

თურქეთის ხელისუფლებამ გაათავისუფლა რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოპარული ხორბლითაა დატვირთული. ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს თურქეთის ელჩი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევის მიმართვის საფუძველზე დაკავებული გემი 6 ივლისს, საღამოს გაათავისუფლეს. სამინისტროს თანახმად, უკრაინული მხარე ამ ინფორმაციით იმედგაცრუებულია და თურქეთს მოუწოდებს გამოძიებისა და უკრაინის შესაბამისი უწყებების მიმართვაზე ამომწურავი პასუხების გაცემისკენ.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თურქმა მებაჟეებმა ყარასუს პორტში დააკავეს გემი, რომელიც დატვირთულია, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული ხორბლით. არსებული ინფორმაციით, ხორბალი გაიტანეს უკრაინის ქალაქ ბერდიანსკიდან, რომელსაც ამჟამად რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

რუსეთის დროშით მცურავი გემი „ჟიბეკ ჟოლი“ ეკუთვნის ყაზახურ კომპანია KTZ Express-ს, რომელმაც ის მიაქირავა რუსულ კომპანია „გრინ ლაინს“.

XS
SM
MD
LG