Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ბორის ჯონსონს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა

ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში. 17 ივნისს, 2022 წელი
ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში. 17 ივნისს, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ბორის ჯონსონს "უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა".

ბორის ჯონსონი ხუთშაბათს გადადგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტებიდან, მაგრამ ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.

ბორის ჯონსონმა, რომელიც ყოველმხრივ უჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ „შეძლოს ამ ომის იმ პირობებით დასრულება, რომლებსაც პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 ივნისს Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადება და თქვა, რომ საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია კიევის დასახმარებლად რუსეთთან დაპირისპირებაში. ის გამოვიდა ოთხპუნქტიანი გეგმით, რომელსაც, მისი აზრით, უნდა მისდიონ დასავლეთის ქვეყნებმა, რათა დაეხმარონ უკრაინას, საკუთარი პირობებით მიაღწიოს მშვიდობას.

XS
SM
MD
LG