Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად


კრამატორსკი, დონეცკის ოლქის ქალაქი, არაერთხელ აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ. 18 მარტი, 2022 წელი
კრამატორსკი, დონეცკის ოლქის ქალაქი, არაერთხელ აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ. 18 მარტი, 2022 წელი

დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოს თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა დონეცკის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო იერიში შედეგად.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, სარაკეტო იერიშით ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის მიყენებული მასშტაბური ნგრევის გათვალისწინებით.

"იერიშის შედეგად დაზიანდა 6 შენობა, მათ შორის - სასტუმრო და საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა. ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. "რაშისტები" არ იცვლებიან და აგრძელებენ უიარაღო ხალხთან ბრძოლას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მათ არ გაყრით მოუსავლეთში", - წერს ტელეგრამის არხში პაველ კირილენკო.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
  • კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
  • ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG