Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ღობურის აგების საშუალებას იძლევა


რუსეთ-ფინეთის საზღვარი
რუსეთ-ფინეთის საზღვარი

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან საზღვარზე ბარიერების დამონტაჟებასა და "გამონაკლის შემთხვევაში" თავშესაფრის მაძიებლებისგან 1,300 კმ საზღვრის დახურვის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

ინიციატივა ფინეთის პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ კანონი დაჩქარებული პროცედურით მიიღეს. ფინეთის ხელისუფლება საზღვარზე ბარიერის აგებას ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის რეგულირების სურვილით ხსნის.

ღობურის მშენებლობისთვის საზღვრის დაცვის სამსახურს დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა.

29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და გადაწყვიტეს უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება. 5 ივლისს ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოქმებს მოაწერეს ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG