Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა


ფოტო არქივიდან: ლისიჩანსკი. 2022 წლის 17 ივნისი
ფოტო არქივიდან: ლისიჩანსკი. 2022 წლის 17 ივნისი

10 ივლისს, უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობას სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. ვანო ნადირაძისა და რომეო ფარულავას განცხადებით, დაღუპულია კახა გოგოლი.

რადიო თავისუფლება უკრაინაში დაუკავშირდა რომეო ფარულავას, რომელიც ჩვენთან საუბარში შენიშნავს, რომ კახამ, რომელიც თავად აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილია, ზუსტად იცოდა, რისი გამკეთებელი არიან რუსები და სწორედ ამიტომ, ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა უკრაინაში.

„მისმა ოჯახმაც გამოიარა ის ჯოჯოხეთი, რაც რუსებმა ჩაიდინეს აფხაზეთში. ის პირველივე დღეებიდან იყო ქართველ პარტიზანთა რიგებში“, - გვითხრა რომეო ფარულავამ,

მისივე ინფორმაციით, კახა გოგოლი, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ - ლისიჩანსკის მიმართულებაზე იბრძოდა ლუგანსკის ოლქში, სოფელ ტაშკოვკასთან.

რომეო ფარულავას ინფორმაციით, ცხედარი ამჟამად კიევის პროზექტურაშია და მას ექსპერტიზა უტარდება. რომეო ფარულავა გვეუბნება, რომ საკონსულოს დახმარებით, კახა გოგოლს, სამშობლოში, სავარაუდოდ, სამშაბათს გადაასვენებენ.

უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG