Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spiegel: გერმანიამ გადაჭრა უკრაინისთვის Gepard-ის დანადგარების საბრძოლო მასალის მიწოდების პრობლემა


 Gepard-ი თვითმავალი საზენიტო დანადგარი
Gepard-ი თვითმავალი საზენიტო დანადგარი

გერმანიამ გადაჭრა უკრაინისთვის თვითმავალ საზენიტო-საარტილერიო დანადგარ Gepard-ებისათვის საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა და ამიერიდან, როგორც der Spiegel-ი იუწყება, უკრაინა თავისუფლად შეძლებს მათ მიღებას.

გერმანიის მთავრობა პირობას დებდა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება გაზაფხულზე მოხდებოდა, მაგრამ პირველ მთავარ დაბრკოლებად იქცა საზენიტო დანადგარებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ნაკლებობა. გერმანიის ხელისუფლებას მხოლოდ 60 ათასი 35 მმ-იანი ჭურვი ჰქონდა, რაც აშკარად არ იყო საკმარისი. ხოლო შვეიცარიამ, რომელმაც ასეთ საბრძოლო მასალას აწარმოებს, დაბლოკა მესამე ქვეყნების მიერ მათი უკრაინისთვის გადაცემა.

თუ რაიმე პრობლემა არ წარმოიშვა, უკრაინა საბრძოლო მასალით დაკომპლექტებულ 30 ერთეულ Gepard-ის ტიპის საზენიტო-საარტილერიო დანადგარს უკვე ივლისში მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG