Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მამულაშვილი: საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად რუსეთის დაქვემდებარებაშია


მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად რუსეთის სპეცსამსახურებისა და რუსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ამის შესახებ უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის" მეთაური აცხადებს ვრცელს ინტერვიუში, რომელსაც საინტერნეტო გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" აქვეყნებს.

"დღეს საქართველოში მივიღეთ ის მოცემულობა, რომლის დანახვაც ქართველ ხალხს არ სურს და რომლის დაძლევაც საკმაოდ რთულია – ეს არის პრორუსული ხელისუფლება, რომლის აზრიც რადიკალურად განსხვავდება ქართველი ხალხის აზრისგან და ის საკმაოდ ლოიალურია რუსეთის მიმართ. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად რუსეთის სპეცსამსახურებისა და რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაშია. ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა", - აღნიშნავს მამუკა მამულაშვილი და დასძენს, რომ მოსახლეობის აზრი ხელისუფლებისგან სრულიად განსხვავებულია.

"ქართული ლეგიონის" მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომს რამდენიმე ქართველი მოხალისე შეეწირა, საქართველოდან არათუ არ კლებულობს, არამედ კიდევ უფრო მეტად იზრდება უკრაინაში საომრად ჩასულ მოქალაქეთა რაოდენობა. ამჟამად "ქართული ლეგიონი", რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის, მამუკა მამაულაშვილის თქმით, სულ მცირე ათასი მებრძოლისგან შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG