Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი აცხადებს, რომ საზღვარზე კედლის აგების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა უკანონო მიგრაცია


კედელი ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე
კედელი ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე

მას მერე, რაც პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ კედელი აღმართა, თითქმის ორი მესამედით შემცირდა იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაჭრას ცდილობენ. პოლონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა 11 ივლისს განაცხადა, რომ მარტში აღირიცხა საზღვრის გადაკვეთის მცდელობის 1766 შემთხვევა, ივნისში კი ეს მონაცემი 596-მდე შემცირდა.

პოლონეთმა ივნისის ბოლო გამოაცხადა, რომ დაასრულა ბელარუსის საზღვრის გასწვრივ რკინის კედლის მშენებლობა, რათა შემცირდეს მიგრანტთა ტალღა. გასულ წელს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ათი ათასობით მიგრანტი შეეცადა ამ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ბელარუსის გავლით შესვლას.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ 30 ივნისს თქვა, 5.5 მეტრის სიმაღლის და 186 კილომეტრის სიგრძის კედელი "ჩვენ განგვაცალკევებს [ბელარუსის მმართველის, ალიაქსანდრ] ლუკაშენკას ღია დიქტატურისგანო". დასავლეთი ბელარუსს ადანაშაულებს მიგრანტთა მოზღვავებისთვის ხელის შეწყობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG