Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ტელესკოპ James Webb-ის მიერ კოსმოსისთვის გადაღებული პირველი ფერადი ფოტო


კოსმოსური ტელესკოპის, James Webb-ის მიერ გადაღებული ფოტო
კოსმოსური ტელესკოპის, James Webb-ის მიერ გადაღებული ფოტო

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ(NASA) გამოაქვეყნა კოსმოსური სივრცის პირველი ფერადი ფოტო, რომელიც ტელესკოპ James Webb-ის მიერაა გადაღებული.

კოსმოსური ტელესკოპით მიღებული ფოტო 11 ივლისს, თეთრი სახლიდან ტრანსლაციის დროს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. NASA-ს განმარტებით, ეს არის კოსმოსის ერთი უმცირესი ნაწილის დღემდე ყველაზე ღრმა და მკაფიო ინფრაწითელი გამოსახულება. James Webb-მა პირველად ასახა ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე ფერმკრთალი ობიექტები. NASA-ს სხვა ფოტოებს დღეს, 12 ივლისს გამოაქვეყნებს.

ტელესკოპი James Webb-ი კოსმოსში 2021 წელს გაუშვეს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ NASA და ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG