Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება უარყოფს, თითქოს რესპუბლიკის ლიდერმა უკრაინაში თავდასხმის შედეგად კონტუზია მიიღო


სერგეი მენიაილო, ჩრდილოეთ ოსეთის ხელლმძღვანელი

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი მენიაილომ ტვინის შერყევა მიიღო უკრაინაში ვიზიტის დროს, ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი ტელეგრამის არხი "ნოგ ირისთონი".

12 ივლისს "ნოგ ირისთონი" წერს, რომ უკრაინაში მყოფი მენიაილო შეეჯახა უკრაინის სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფს და მიიღო კონტუზია, ხოლო მისი ორი თანმხლები პირი დაიჭრა. იტყობინებიან, რომ მენიაილო გადაყვანილია საავადმყოფოში, მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სერგეი მენიაილომ თქვა, რომ 10 ივლისს "ფრონტის ხაზზე" იყო. შემდეგ მან გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც არის ასევე მოხალისეთა ბატალიონი "ალანია". არ არის ცნობილი, თუ ზუსტად სად არის გადაღებული ვიდეო.

მოგვიანებით პოლიტიკოსის დაჭრაზე ტელეგრამის არხმა Baza-მაც გაავრცელა ინფორმაცია ორ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომლის თანახმად მენიაილო იმყოფებოდა ზაპოროჟიეს ოლქში. ამ წყაროების ცნობით, მანქანას ხელყუმბარები ესროლა უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა, როდესაც მენიაილო ავტომობილით გადაადგილდებოდა ქალაქ გულიაპოლეს რაიონში.

ეს ინფორმაცია უარყო ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესმდივანმა ოლგა ჯოევამ.

"ახლახან ველაპარაკე თავმჯდომარეს. კონტუზიის თაობაზე ინფორმაცია მან არ დაადასტურა. გვამცნო, რომ ამ წუთში შინ ბრუნდება", - მოჰყავს ჯოევას სიტყვები სააგენტო "რია ნოვოსტის".

თავად მენიაილომ Baza-ს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ კარგადაა და "არავითარი დივერსიული ჯგუფი არ უნახავს." მენიაილომ თქვა, რომ ის უკვე კრასნოდარის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG