Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა


ევროპის კომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კალინინგრადის ოლქში მიმავალი ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებზე, რკინიგზით საქონლის გადატანა ნებადართულია, თუმცა „შესაბამისი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში“. სამხედრო ტვირთების, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაზიდვა ყველა სახეობის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ევროკომისიის ახსნა-განმარტებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უწყებაში ჯერ არ შეუსწავლიათ გამოქვეყნებული დოკუმენტი.

ივნისში ლიეტუვამ შეწყვიტა საკუთარ ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლებისა და ავტოტრანსპორტის გატარება, რომლებსაც კალინინგრადში გადააქვთ სანქციებში მოყოლილი საქონელი. სხვადასხვა მონაცემით, აკრძალვა შეეხო ადრე გადატანილი ტვირთების 40-დან 60-მდე პროცენტს.

ლიეტუვის ნაბიჯზე საპასუხოდ რუსეთი მას „მკაცრი საპასუხო ზომებით“ დაემუქრა, თუ ვილნიუსი არ გააუქმებს აკრძალვებს.

XS
SM
MD
LG