Accessibility links

site logo site logo

კენტერბერიული მოთხრობები


ლევან ბერძენიშვილის პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ინგლისური პოეზიისა და, საერთოდ, ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ შედევრზე, მეთოთხმეტე საუკუნის დიდი ავტორის, ჯეფრი ჩოსერის, პოემა „კენტერბერიულ მოთხრობებზე“. შუაინგლისურ ენაზე დაწერილი ეს პოემა პირველი სერიოზული ნაშრომია ნაციონალურ ენაზე, მანამდე ასეთი დონის ნაშრომები ფრანგულ ან ლათინურ ენაზე სრულდებოდა. ნაწარმოები წარმოადგენს 22 სალექსო და ორ პროზაულ ნოველას, რომლებიც საერთო ჩარჩოშია ჩასმული: ამბებს ჰყვებიან მომლოცველები, რომლებიც წმინდა თომას ბეკეტის ნაწილების მოსანახულებლად ჩადიან კენტერბერიში. იქით-აქეთ გზაზე თითო მომლოცველი თითო ამბავს ჰყვება…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG