Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენპროკურორის ცნობით, აშშ მზად არის პროკურორები გაგზავნოს ომის დანაშაულის ადგილებში

მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები, რომლებიც კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. 2022 წლის 12 აპრილი
მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები, რომლებიც კიევის ოლქის ქალაქ ბუჩიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. 2022 წლის 12 აპრილი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, აშშ მზად არის უკრაინაში, ომის დანაშაულთა ადგილებში სამუშაოდ გაგზავნოს პროკურორების ჯგუფი. 14 ივლისს, ვენედიქტოვამ მონაწილეობა მიიღო უკრაინის, აშშ-ის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ევროპის სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა კონფერენციაში, რომელიც ჰააგაში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა კოორდინირებულად გამოძიების საკითხები.

უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ათასობით საქმეს. გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიც. უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.

XS
SM
MD
LG