Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს


თბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა

თბილისის მერიამ 17 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეხმიანებიან მედიით გავრცელებულ „არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას“ უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ „თბილისის მერია უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლების გარეშე ტოვებს და საკვებისთვის 1 ადამიანზე თვეში 45 ლარი გამოყვეს“.

თბილისის მერიის ინფორმაციით მათ შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც საცხოვრებლით დახმარებას ითხოვდა, უზრუნველყოფდა სასტუმროთი და სამჯერადი კვებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამა მარტში ამოქმედდა და 31 ივლისს დასრულდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროშია დაბინავებული. ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.

თბილისის მერიის ცნობით საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას - ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები, World Vision და UNHCR, განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG