Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილი: მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს


სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე
სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდდების საკითხი განიხილება, განაცხადა რომ დაკავებისას მას არადამიანურად მოეპყრნნე, ისე თითქოს „უკანასკენლი ტერორისტი“ ყოფილიყო.

"ჩემდამი იყო არასაადამიანური, არასათანადომოპყრობა, ოჯახის წევრების წამება. არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა, 4 საათი სასწრაფო არ გამოიხეს და მომექცნენ, როგორ უკანასკნელ ტერორისტს. ადვოკატის უფლებაც არ მომცეს, არც ადვოკატთან დამარეკინეს და აბსოლუტურად ყველა ტელეფინო ჩამომართვეს და ბოლო შეურაცხყოფ რაც მე ვიგრძენი იყო აქ როდესაც მე მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომშრომლებმა კრიმინალებთან ერთად, რაღაც სოროში შემიყვანეს. სადაც არც ჰაერი იყო და კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურეები. ასე არ უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცოდნენ“,- თქვა სოსო გოგაშვილმა და ბრალდების მხარეს მიმართა „თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა მან.

მან დეტალურად განმარტა დაკავების პროცედურები, თქვა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ ვინაიდან მისი სიტყვებით განჩინება მხოლოდ ბინის ჩხრეკაზე იყო გაცემული.

აღწერა მისდამი ფიზიკური ძალადობის და იარაღის შესაძლო ჩადების ეპიზოდი.

"გამოცდილება მაქვს და ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი რასაც აკეთებენ - ხელზე მახებდნნე იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ, ვერ მიხვდი თავიდან ბუნებრივია რა იარაღო იყო ვერ დავინახე, იმიტომ რომ ქვემოთ ვიყავი გართხმული და რომ მივხვდი რასაც აკეთებდნენ ვეცადე რომ ხელები გამეთავისუფლებინა თუმცა, მედო უკვე ხამუტები და ამ დროს გვერდზე გავიხედე და ვიცანი ვინც ამას აკეთებდა, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბიჭო რას აკეთებ,- უკაცრავად, და უცენზურო სიტყვებით მივმართე, იქ ხომ არა გაქვს -მეთქი ასე ვუთხარი თუ არც ვუთხარი, ამის შემდეგ მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი და მერე უკვე დედის მისამარით შევაგინე, ამ დროს ხელში ეჭირა ლულით, პატარა იარაღი ამ გიორგი ღამბაშიძეს. მარცხენა მხარეს კი. რომელიც იაღს მისვამდა ის უკვე ავტომატი იყო, ამას რომ შევაგინე იმან მარხენა ფერდში მომარტყა და ორი დღეა ვეუბნები რომ გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი და არ გადამიღეს"- თქვა გოგაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დახურილ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს გადაწყვეტილება მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილმა, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, ბრალდებებს შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვის საქმე.

ადვოკატის ცნობითვე, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოტანას.

რაც შეეხება მესამე ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას, ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლ იარაღზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG