Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200 ათას ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში აღება შესაძლებელი ხდება, თუმცა გარკვეული პირობებით


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება 200 ათას ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში აღება. ახალი ბრძანების მიხედვით, საჭიროა მსესხებელმა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში", - წერია 15 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოცემულ ბრძანებაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს სესხს სხვა ვალუტაში, მაგალითად, ევროსა და დოლარში, თუ ამავე ვალუტაში ექნებათ იმავე მოცულობის თანხა დეპოზიტის სახით.

2019 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებით ამავე წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შეეძლოთ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებს.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები 2017 წლის 13 იანვარს გამოცემული ბრძანებით დაწესდა. მაშინ შეზღუდვა ვრცელდებოდა ყველა იმ ადამიანზე, ვისაც 100 ათასი ლარის ექვივალენტის თანხის აღება სურდა სხვა ვალუტაში სესხის სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG