Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თეირანში ვიზიტისას, ირანმა მხარი დაუჭირა რუსეთს, აშშ აცხადებს, რომ ეს ვიზიტი რუსეთის იზოლირებულობას უსვამს ხაზს


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თეირანი, 19 ივლისი, 2022
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თეირანი, 19 ივლისი, 2022

ირანის უზენაესმა ლიდერმა ძლიერად დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ომს უკრაინაში - და დასავლეთის ქვეყნებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან "დამოუკიდებელ და ძლიერ" რუსეთს.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, რუსეთს უკრაინაში ჯარი რომ არ გაეგზავნა, მოგვიანებით მას ნატო დაესხმებოდა თავს - რითიც მან გაიმეორა პუტინის მიერ გამოყენებული რიტორიკა, უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრამდე.

ხამენეი, რომელიც პუტინს მისი თეირანში ვიზიტისას, 19 ივლისს შეხვდა, ასევე გამოვიდა მოწოდებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რუსეთთან ხანგრძლივი თანამშრომლობა - იუწყება მისი ვებსაიტი. ხამენეის თქმით, ირანსა და რუსეთს შორის გაფორმებული კონტრაქტები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორში, "უნდა შესრულდეს და სრულად განხორციელდეს". ირანის უზენაესი ლიდერი თვლის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები წარმოაჩენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აუცილებლობას, განსაკუთრებით დასავლეთის სანქციების ფონზე.

თეთრი სახლის შეფასებით, პუტინის თეირანში ვიზიტი - რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის პირველი მოგზაურობა იყო ყოფილი საბჭოეთის საზღვრებს გარეთ - აჩვენებს, მაინც რაოდენ იზოლირებული გახდა რუსეთი.

პუტინი ასევე შეხვდა ირანის და თურქეთის პრეზიდენტებს, ებრაჰიმ რაისის და რეჯეპ ტაიპ ერდოანს. მან ერდოანს მადლობა გადაუხადა შუამავლობისთვის საიმისოდ, რომ "წინსვლა" იყოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG