Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს


რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების საილუსტრაციო ფოტო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა. უკრაინაში შეჭრის გამო, გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ეხება ქვანახშირს და ნავთობსაც. პირველის იმპორტი 10 აგვისტოდან აიკრძალება, მეორის კი - 31 დეკემბრიდან. იკრძალება ამ საქონლის ტექნიკური, ფინანსური და საშუამავლო მომსახურებაც.

წინა ჯერზე, 23 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა რუსეთისთვის საავიაციო საწვავის და ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული საქონლის და ტექნოლოგიების და ეროვნული ვალუტის, გირვანქა სტერლინგის მიწოდება.

გაერთიანებულ სამეფოს სანქციები აქვს დაწესებული არაერთი რუსული კომპანიისთვისაც, ასევე, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და კრემლთან კავშირის მქონე ოლიგარქებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG