Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზ ტრასი ბრიტანელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგია

ლიზ ტრასი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლიზ ტრასი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ის არ უჭერს მხარს ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით. ლიზ ტრასმა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

კერძოდ ტრასმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ის გამორიცხავს ქვეყნის სამხედრო ძალის "პირდაპირ ჩართვას" უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინას მხარდაჭერისთვის. ჩვენ საერთაშორისო კოალიციის ლიდერები ვართ იარაღის გასაგზავნისა და სანქციებს დაწესების მხრივ, მაგრამ მე მხარს არ ვუჭერ კონფლიქტში ბრიტანეთის სამხედროების პირდაპირ ჩართულობას", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

20 ივლისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ორი პრეტენდენტი დატოვეს. ხმების უმრავლესობა მოაგროვა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა: მას თემთა პალატის 137-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 113 ხმით მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

XS
SM
MD
LG