Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ექსპერტებმა აღნუსხეს რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების მძიმე და მასობრივი დარღვევის ფაქტები


მარიუპოლის დრამატული თეატრი 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 10 აპრილი, 2022 წელი
მარიუპოლის დრამატული თეატრი 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 10 აპრილი, 2022 წელი

ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისმა გაავრცელა ანგარიში უკრაინის ომში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. დოკუმენტში მოყვანილ, ყველაზე მძიმე შემთხვევებს მიეკუთვნება რუსეთის არმიის მიერ მარტში მარიუპოლის თეატრის დაბომბვა, რომელსაც ადამიანების დიდი რაოდენობა აფარებდა თავს.

ამავე რანგის შემთხვევაა კრამატორსკის სადგურისთვის ცეცხლის დაშენა, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა. რუსეთის ჯარის ქმედება ეწინააღმდეგება პროპორციულობის და გათვალისწინების ყველა პრინციპს.

საერთაშორისო სამართალი დაარღვია ასევე უკრაინის არმიამ, თუმცა მცირე მასშტაბით, წაიკითხავთ ანგარიშში, სადაც გაკრიტიკებულია მაროდიორობაში ეჭვმიტანილების მიმართ ქმედება.

ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში ომის ორივე მხარე არღვევს საერთაშორისო სამართალს ომის ტყვეების მიმართ მოპყრობისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG