საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულამ ანრი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორ ქვყენას შორის წლების განმავლოაბში თანამშრომლობის სფეროები მიმოიხილა.
რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინაში სხვადასხვა წლებში წარმოებული ომის კონტექსტში ქვეყნევს შორის ურთიერთმხარდაჭერაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა „ძმურად ედგა გვერდში საქართველოს“ 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში ომის დროს სადაც “უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ უდანაშაულო ქართველების გადასარჩენად“. მანვე ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მიერ განცხორცილებული საბრძოლო დახმარება და თქვა რომ ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინას საქართველოსგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა.
„დღეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშვიდობიან უკრანულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი. რომ საქართველო მიბაძავდა უკრაინას და უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ძმური ურთიერთობის გამოცდილება გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო მეგობარ ქყენებთან ერთად განაგრძობენ წინსვლას, ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის“,- თქვა კასინოვმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ისინი მაქსიმალურს აკეთებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდასაჭერად. მათ შორის იგულისმება ჰუმანიტარული და სამართლებრივი მხარდაჭერა. საქართველო, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვის თქმით, "ეროვნული ინტერესების გათვალისიწინებით" არ შეურთდა რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.