კრემლმა "ყალბი" უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობა უარესდება.
ჟურნალისტებთან გამოსვლის დროს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთის 69 წლის ლიდერი წესრიგშია და დასძინა, რომ წინა დღით ხველების შეტევა საჯარო გამოსვლისას გამოწვეული იყო ირანში წინა კვირაში გაცივებით, რაც შენობებში ჰაერის გადაჭარბებულმა კონდიცირებამ გამოიწვია.
ბოლო ხანებში არაერთხელ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომ პუტინი კიბოთია ავად, რომ პარკინსონი ან სხვა რამ სჭირს, არ მოიპოვება დასტური, რომ ის ავადაა და კრემლმაც არაერთხელ გამოაცხადა, რომ რუსეთის მმართველი თავს ნორმალურად გრძნობს.
20 ივლისს, პუტინის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ, ასპენის ფორუმზე კოლორადოში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ პუტინის „სრულიად ჯანმრთელია“.