Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა


ევროპის კავშირმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

სხვათა შორის, დაწესდება თანამედროვე ტექნოლოგიის პროდუქტების ექსპორტის უფრო მკაცრი კონტროლი და შეწყდება რუსული ოქროს იმპორტი.

ამავე დროს, ევროკავშირი გამოყოფს 500 მილიონ ევროს, რათა უკრაინისთვის სამხედრო სფეროში დახმარება გაზარდოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში განაცხადა, რომ გაძლიერებული და გახანგრძლივებული სანქციები რუსეთისთვის ძლიერი სიგნალია. ზეწოლა გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება, თქვა მან.

„დიდმა შვიდეული“ (G7)- სამრეწველო თვალსაზრისით უდიდესი ქვეყნები, ივნისში შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალონ.

მათი განცხადებით, რუსეთის ოქროს იყენებს, რათა თავისი ვალუტა დაიცვას და თავიდან აიცილოს ძველი სანქციები.

წელს, თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თავდაპირველად კი, 2014 წელს ყირიმის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერისთვის, დასავლეთის ქვენებმა, ცალ-ცალკე, ასევე ევროპის კავშირმა, მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს. მას შემდეგ დრო და დრო ხდება ამ სანქციების პაკეტების გამკაცრება და გაფართოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG