Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა, ვადამდელი არჩევები 70 დღეში გაიმართება


იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლის შემდეგ. 21 ივლისი, 2022 წელი
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლის შემდეგ. 21 ივლისი, 2022 წელი

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ დაშალა პარლამენტის ორივე პალატა. მატარელამ გამოაცხადა, რომ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა 21 ივლისს საღამოს, რომში.

პრეზიდენტის თქმით, ის პოლიტიკურმა ვითარებამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

კონსტიტუციის თანახმად, იტალიამ 70 დღეში უნდა აირჩიოს ახალი პარლამენტი. კენჭისყრა დაგეგმილი იყო 2023 წლის გაზაფხულისთვის. დრაგის უკვე ერთი კვირის წინ სურდა გადადგომა, როცა მას პოპულისტურმა მმართველმა პარტიამ, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ,“ მხარი არ დაუჭირა უნდობლობის ვოტუმის გამო კენჭისყრაში.

პირველ ჯერზე, იტალიის პრეზიდენტმა დრაგის გადადგომა არ მიიღო და პარლამენტთან კონსულტაცია შესთავაზა. 20 ივლისს სენატმა 95 ხმით 38-ის წინააღმდეგ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა, თუმცა, მან ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა.

იტალიაში სამთავრობო კრიზისის ესკალაცია მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მინისტრთა კაბინეტისა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების უთანხმოების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG