Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის მთავრობა რუსეთში დამატებითი გაზის შესყიდვას ცდილობს


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 21 ივლისი, 2022 წელი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 21 ივლისი, 2022 წელი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში, სადაც მან რუსეთისგან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გამართა მოლაპარაკება, იტყობინება მმართველი პარტია „ფიდესი.“

პიტერ სიიარტო ესაუბრა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, რომელიც ღიად შეხვდა უნგრეთისთვის დამატებითი გაზის მიწოდებას და შეაქო ორმხრივი ურთიერთობა.

სიიარტომ განაცხადა, რომ მიზანი ისაა, რომ ენერგიით უნგრეთის მომარაგება მომავალ თვეებში უზრუნველყოფილ იყოს. ეს მან განაცხადა მოსკოვში პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „ამჟამინდელ კონტექსტში“ რუსეთის გაზის გარეშე გაძლება შეუძლებელია.

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა ნაწილი მთლიანად არის რუსეთის გაზზე დამოკიდებული, ცდილობენ ენერგომატარებლების დამატებითი გზები და ალტერნატიული წყაროები გამონახონ.

უნგრეთმა ამის საპირისპირო მიმართულება აირჩია და აირს მოსკოვიდან იღებს.

XS
SM
MD
LG