Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვში ისრაელის ებრაული სააგენტოს დახურვა მოითხოვა

ისრაელის საელჩო მოსკოვში
ისრაელის საელჩო მოსკოვში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა, დაიხუროს რუსეთში ისრაელის "ებრაული სააგენტო სოჰნუტის“ ფილიალი, რომელიც ისრაელში ებრაელთა იმიგრაციის გაფორმებითაა დაკავებული.

21 ივლისს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ სამინისტროს მოთხოვნის შესახებ მოსმენები დაიწყება ერთ კვირაში, 28 ივლისს. სასამართლოს განცხადებით, სამინისტროს მოთხოვნა ეფუძნება დაუზუსტებელი რუსული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას.

Jerusalem Post-მა, ისრაელის მაღალი რანგის დიპლომატზე დაყრდნობით, თქვა, რომ სამინისტროს მოთხოვნა ეფუძნება ბრალდებებს, რომ „სოჰნუტი "არალეგალურად აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ". სასამართლოს განცხადების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გაგზავნის დელეგაციას რუსეთში, რათა დარწმუნდეს, რომ სააგენტოს საქმიანობა რუსეთში გაგრძელდება.

ამ თვის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა „სოჰნუტის“ მოსკოვის ოფისს მისი დახურვის მოთხოვნით. გასულ თვეში მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა, დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა სახელმწიფო ოფიციალური პირების თხოვნაზე, საჯაროდ დაეჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.

ისრაელის დიასპორის მინისტრმა, ნაჰმან შაიმ, 21 ივლისს განაცხადა, რომ „რუსი ებრაელები არ იქნებიან უკრაინის ომის მძევლები“. შაიმ თქვა, რომ „სოჰნუტის“ დასჯის მცდელობა ომთან დაკავშირებით ისრაელის პოზიციისთვის არის "სამწუხარო და შეურაცხმყოფელია“.

XS
SM
MD
LG