Accessibility links

site logo site logo

იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს


შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი. დონბასი, 2015 წელი. საარქივო ფოტო

იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი. წინა დღეს, რესპუბლიკის მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის სამზადისის დაწყების შესახებ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ვაჟმა, ანზორ მასხადოვმა და უკრაინის მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა, ისლამ ბელოკიევმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომზადების მიზანი " არაღიარებული იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა."

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში სამხედრო ფორმაში მყოფი ორი ნიღბიანი დაუდგენელი მამაკაცი ჩეჩნეთის დროშას წვავს. ისინი ირწმუნებიან, რომ ჯიჰადის გამოცხადების მომენტიდან რესპუბლიკაში დაიწყება იატაკქვეშა საქმიანობა, რომლის მომხრეები, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის გარემოცვაშიც იმყოფებიან.


რამდენიმე დღით ადრე, ისლამ ბელოკიევმა, იუტუბ არხის "ისლამის აზრების" ავტორმა და უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი შეიხ მანსურის ბატალიონის სპიკერმა, აჩვენა რუკა, რომელზეც ჩეჩნეთი დაყოფილია სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი) და 16 სექტორად. ხოლო ბელოკიევის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო თითოეულ ამ სექტორში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების, მათი განლაგებისა და იარაღის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ეს ცნობა დაადასტურა სააგენტო "ბელსატის" არხის ეთერში არაღიარებული იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ანზორ მასხადოვმა დაადასტურა.


"ომში არის თავის საიდუმლოებები, მათი გაცემა არ შეიძლება. იმაზე მეტს, რაც ბელოკიევმა თქვა, ვერ ვიტყვი, უფლება არ მაქვს. დიახ, ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია და კონსულტაციები გვაქვს და ვიცით, რომ მოსახლეობასთან მძლავრი სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა მასხადოვმა.

აღნიშნული ინფორმაცია "კავკაზ. რეალიის" ჩეჩნური ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბოგდან ჩეჩენსკიმაც დაადასტურა. მისივე თქმით, იჩქერიის მხარდამჭერები მუშაობენ არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებთანაც.

"რუსეთის მიერ ოკუპირებული იჩქერიის დეოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე ეტაპის გავლას ვაპირებთ. შევჩერდები პირველ სამ ფუნდამენტურ ეტაპზე, ესენია: უკრაინის გამარჯვებას, ჩეჩენი ხალხის მომზადებას მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, თანამედროვე ომის მეთოდებისთვის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი არმიის შექმნას",–ბოგდან ჩეჩენსკიმ

მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მომზადება უკვე დასრულებულია და განმათავისუფლებელი არმიის ფორმირება დასასრულს უახლოვდება. იჩქერიას მომხრეების კონკრეტული გეგმების შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ბოგდან ჩეჩენსკი უარყოფს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რაიმე საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას.

12 ივლისს უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ფრაქციათაშორის ჯგუფ "თავისუფალი კავკასიისთვის" დამფუძნებელი, "ვერხოვნა რადის" დეპუტატი ალექსეი ჰონჩარენკო.

პროექტის თანაავტორია ამავე ჯგუფის წევრი, უკრაინის სახალხო დეპუტატი მუსა მაგომედოვი.

უკრაინის მხარეს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური მოხალისეთა ბატალიონები იბრძვიან. მათ არა მხოლოდ კრემლის ხელქვეითი რამზან კადიროვი ესხმის თავს, არამედ ადრე მათ უკრაინის ხელისუფლება დევნიდა-გასულ წელს ეროვნული უშიშროების საბჭომ ამ ჯგუფების მებრძოლებს სანქციები დაუწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG